EU-ის ელჩები მზია ამაღლობელის საქმეზე ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებს შეხვდნენ

პუბლიკა

„ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ“, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ში, საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძეს შეხვდა.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დაპატიმრებულია და უკვე მე-17 დღეა, რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობს. მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.