მოგვიწია ტერიტორიის დატოვება, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა - „თბილისი პრაიდი“

პუბლიკა

„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით“,- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე და ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი პოლიციამ შეიყვანა იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, იმის საჩვენებლად, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნამდვილად დატოვეს ტერიტორია.

2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.

დღეს დიოლიდან ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურდათ. მათ ლისის მიმდიბარე ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო პოლიციის კორდონი არაერთხელ გაარღვიეს, იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.