მოგვმართა მასწავლებელმა, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია - „სტარტეგია აღმაშენებელი“

პუბლიკა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, ნანა ტოხვაძემ პროკურატურას წერილით მიმართა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მიმართა, სადაც ის ამბობდა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

„გიორგი ვაშაძეს მოქალაქემ წერილით მომართა, რომლის შინაარსიც საკმაოდ ემოციური იყო. საყურადღებოა, რომ პედაგოგი თავის პოლიტიკურ დევნაზე აღნიშნავს. ის გაათავისუფლეს და გამოაძევეს სასწავლო დაწესებულებიდან, რის გამოც არის სუიციდის ზღვარზე და აცხადებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსგან ის დევნის მსხვერპლი იყო. იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს და ჰქონდა შეგრძნება, რომ მას ავიწროებდნენ. ამიტომ ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ამ ადამიანის დაცვაა. მივმართეთ შესაბამის ორგანოს წერილით, რათა მოხდეს ამ პიროვნების გადარჩენა და მის მიმართ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შევიწროება და შეწყდეს უფლებების დარღვევა“, – განაცხადა ტოხვაძემ.