მოხალისეები უკვე 600-მდე ოჯახსა და მოხუცს დაეხმარნენ – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოხალისეები მერიის მხარდაჭერით გუშინ და გუშინწინ 600-მდე ოჯახსა და მოხუცს დაეხმარნენ.

თბილისის მერმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად არიან ახალგაზრდები, მოხალისეები, რომლებმაც ფეიბუქში შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამ ახალგაზრდებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და ბოლო დღეებში საოცარი აქტიურობა იყო. 600-მდე ოჯახს, მოხუცს დავეხმარეთ გუშინ და გუშინწინ“, –  განაცხადა კახა კალაძემ.