იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ის მოხარული იქნება, თუკი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ წინაპირობების გარეშე. მისი თქმით, კერძო კლინიკაში გდაყვანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
„ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ის, რა თქმა უნდა, დათანხმდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს გადაყვანილი ეს ადამიანი კერძო კლინიკაში? შეუძლია, რომ ვინმეს ახსნას?“ – თქვა ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისია.
„ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ამ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის იქნება გადაყვანილი უკან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, – განაცხადა ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.