თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომლებიც მუნიციპალურ და კერძო სასაფლაოებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს.
„თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც მუნიციპალურ სასაფლაოებს, ასევე კერძოს. ამ მიმართულებით გვაქვს სრული ქაოსი, იმიტომ, რომ ხშირად ხდება სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა. არანაირი სანქციები არ არსებობს და ასევე ხდება უკანონოდ მიწების დატაცება, შემდეგ საფლავებისთვის კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს კერძო საკუთრება, შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკუთარი მიწები.
ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ხშირია საფლავსზედა ნაგებობების უნებართვო მოწყობა, უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევები. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ვამზადებთ. უახლოეს მომავალში მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“,- განაცხადა კალაძემ.