ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოხუცებულთა თავშესაფრები და პანსიონატები, სადაც მოთავსებულები არიან შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ახალ კორონავირუსზე ტესტირებაში ჩაერთვებიან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რათა ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, მზად არიან, ამ ჯგუფების ტესტირება ხვალიდან დაიწყოს.
„რეალურად, მზად ვართ, რომ ტესტირება ხვალიდან დავიწყოთ, თუმცა გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.