როგორც უკვე ცნობილია, გიგი უგულავას დაპატიმრებას მრავალმხრივი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპარლამენტის, ამერიკის სენატისა და კონგრესის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის წარმომადგენლების და ა.შ.
თითო-თითო ფრაზით გთავაზობთ ამ დრომდე ცნობილი გამოხმაურებების შინაარსს.
სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია – კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
საქართველოში ოპოზიციის დევნით იმედგაცრუებული ვარ – სენატორი ჯიმ რიში.
იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს – აშშ-ის საელჩო საქართველოში.
არ შეიძლება, სასამართლოს იყენებდე ოპოზიციის დევნისთვის – ლიეტუვის საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს – ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
რთულია იმის დაჯერება, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სპიკერი საგარეო საკითხებზე, მაიკლ გალერი.
აღნიშნული ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს – ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური.
გიგი უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ნაჩო სანჩეს ამორი.
შვედეთი იზიარებს ევროკავშირის მიერ გიგი უგულავას საქმის გარშემო გამოთქმულ შეშფოთებას – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე.