„მოკვდება და ძაღლი მიჰკვდომია სულში კიდევ“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან”, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ამსახველი კადრები „ფორმულამ“ გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჯაფარიძე პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათისას ამბობს აღნიშნულ ფრაზას.
„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი – სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიჰკვდომია სულში. [ამას] ვისაც გინდა, იმას ვეტყვი,“ – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.