მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა ჩაერთვებიან

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, პარალმენტის თავმჯომარე – არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი – კახა კუჭავა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს“,- აცხადებს ღარიბაშვილი.