რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ჯერჯერობით უკრაინასთან საბოლოო, გადამწყვეტი მოლაპარაკებები არ იგეგმება, მაგრამ დელეგაციებს შორის საუბარი უნდა გაგრძელდეს.
ინდოეთში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ხედავს გარკვეულ პროგრესს და ახლა ამზადებენ შემხვედრ პოზიციას უკრაინის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე.
„არის გარკვეული წინსვლა, პირველ რიგში, იმის აღიარებაზე, რომ უკრაინისთვის შეუძლებელი გახდება, იყოს ბლოკის წევრი ქვეყანა, რომ უკრაინა ესწრაფოდეს ჩრილოატლანტიკური ალიანსის წევრობას, რომ ის უნდა იყოს არაბირთვული, ბლოკგარეშე, ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა – ეს არის მიჩნეული უპირველეს საჭიროებად“, – ციტირებს ლავროვის განცხადებას რუსული მედია.
ასევე ლავროვის თქმით, ახლა უფრო მეტი ურთიერთგაგებაა დონბასისა და ყირიმის შესახებ. რაც შეეხება დამატებით შეხვედრებს, ლავროვის თქმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმების შემდეგ საჯარო გახდება.