მოლდოვის პრეზიდენტმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიმართა

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტს მიმართა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად დღეს დილიდან დაიწყო საჰაერო და სახმელეთო იერიშები უკრაინის წინააღმდეგ. აფეთქებების შესახებ კადრები ვრცელდება უკრაინის არაერთი ქალაქიდან.