მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს [SEPA] შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
„შესანიშნავი ამბავი მოლდოველებისთვის. დღეს ევროგადახდების საბჭომ დაამტკიცა მოლდოვის ერთიან ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) გაერთიანება. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ, მარტივ და იაფ ევროს გადარიცხვებს ევროპის მასშტაბით — იქნება ეს ფულის გაგზავნა სახლში თუ ბიზნესის კეთება. კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისკენ“, – დაწერა მაია სანდუმ.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება შემოდგომიდან ამოქმედდება.
SEPA-ში საქართველოს გაწევრებაზე განცხადი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის სექტემბერში შეიტანა, თუმცა, დაკმაყოფილებული არ არის.
SEPA მიზანია ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა.
ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი.
სებ წერდა, რომ საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი რამდენიმე მიმართულებით იქნება: საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.