მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე დაყრნდობით Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინა მიიღო Covax-პლატფორმიდან.
სანდუს განცხადებით, პირველი 14 400 დოზა მოლდოვამ წუხელ მიიღო. გასულ კვირაში კი AstraZeneca-ს ვაქცინები მოლდოვას რუმინეთმა გადასცა.
დეკემბერში რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლდოვას 200 ათას დოზას სოლიდარობის ნიშნად გადასცემა.