მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას მოაწერა ხელი

პუბლიკა

უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, მოლდოვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

„მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან. ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას. ის საშუალებას მოგვცემს ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი ჩართულობა უფრო ეფექტური და გამოვიკვლიოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები“, – წერს ჯოზეფ ბორელი თავის X-ზე.