მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის თქმით, მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებას მხარს უჭერს.
„ბოლო 5 დღის განმავლობაში, ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ.
მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით სოლიდარობით დგას. მხარს ვუჭერთ მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში მყოფი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას“, – წერს რეჩანი X-ზე.