მოლდოვა რუსი სამხედროების დნესტრისპირეთიდან გაყვანას მოითხოვს - მედია

პუბლიკა

მოლდოვა რუსი სამხედროების დნესტრისპირეთიდან გაყვანას მოითხოვს. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსეთს კონფლიქტის დაწყების დღიდანვე მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის და მოლდოვა დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ჯარების დნესტრისპირეთიდან გაყვანას.

„მოლდოვა ყოველთვის ცხადად ამბობდა, რომ რუსეთს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი დნესტრისპირეთის კონფლიქტში მისი დაწყების დღიდან დღემდე. ეს იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – თქვა სანდუმ.


თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა მოლდოვის ტერიტორიაზე მდებარეობს. დნესტრისპირეთის კონფლიქტი 1991 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რეგიონში დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები და დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი. დნესტრისპირეთში დღემდე რუსეთის სამხედრო ძალებია განლაგებული.