მოლდოვამ EU-ში გაწევრების კითხვარის შევსება დაასრულა

პუბლიკა

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ შესავსები კითხვარის შევსება უკვე დაასრულა და დოკუმენტი მოლდოვაში ევროკავშირის ელჩს, იანის მაჟეიკსს გადასცა.

კითხვარის შევსება უკვე დაასრულა უკრაინამაც. კითხვარი რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას 8 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიევში საზეიმოდ გადასცა, დოკუმენტის შევსება კი უკრაინამ 17 აპრილს  დაასრულა.

კითხვარი 11 აპრილს მოლდოვასთან ერთად გადმოეცა საქართველოსაც. მთავრობის პროგნოზით, პასუხების შევსება მაისის ბოლომდე მოხდება, რადგან ევროკომისია შეფასების დაწყებას ივნისის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.