მოლდოვამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულებას. ინფორმაცია ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. EU-ის წევრად გახდომა არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩვენს დელეგაციას ვუსურვებ წარმატებას, ისინი მომავალ კვირას ლუქსემბურგში ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს”, – აღნიშნავს სანდუ.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, 25 ივნისს დაიწყება.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.
ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.