მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით ქვეყანაში რუსული საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობა აიკრძალება.
ამის შესახებ მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელმა, ლილიანა ვიცუმ განაცხადა. კანონი ძალაში 24 ივნისს შევა.
მისივე თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ თუ დაფიქსირდება მაუწყებლობა რუსული საინფორმაციო გადაცემების, კომპანიას მაუწყებლობის ლიცენზია 7 წლით შეუჩერდება.