მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ , მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების შეტანა, უკრაინის მიმართვის შემდეგ გადაწყვიტეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის კანდიდატის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ევროკავშირს  სპეციალური პროცედურის ქვეშ, დაჩქარებულად რეჟიმში სთხოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის.

1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.