ეკონიმიკის მინისტრი, ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სავაჭრო ცენტრების საკითხს გამოეხმაურა. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა პრემიერს რამდენიმე დღის წინ მიმართეს წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მუშაობის შეწყვეტასთან დაკაშირებით და მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
„რაც შეეხება მოლებს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მათი პრობლემები და ზოგადად, ეს არ არის მათი პრობლემა. ეს არის ეკონომიკის პრობლემა და ცხადია, ჩვენი პრობლემა. ვაძლევთ მათ საშუალებას, წინასაახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან მოყოლებული, ივაჭრონ.
გარდა ამისა, რომ შეგახსენებთ ის სურათი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. უკეთ უნდა მოიფიქრონ როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა.
უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესების მართვა, რადგან სრულიად მიუღებელი სურათი იყო. ამ სუტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ მიიჩნევა მთელ მსოფლიოში, რომ სწორედ მოლები, რესტორნებია ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქმნის ადამიანების მობილობას. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ პროცესს და ახერხებენ მის მართვას. ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ მზად ვართ მათთან სასაუბროდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მოლების წარმომადგენლები პრემიერს მიმართავენ, მუშაობის უფლება 15 დეკემბრიდან მიეცეთ
27 ნოემბერი, 2020