მოლოდინი გვაქვს კარგი. იმედი გვაქვს, გაათავისუფლებენ – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

პუბლიკა

მოლოდინები გვაქვს კარგი. იმედი გვაქვს, რომ გაათავისუფლებენ, –უთხრა „პუბლიკას“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა.

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, ე.წ. სასამართლო პროცესი პარასკევს, 13 დეკემბერს უნდა გაიმართოს.