მომავალ კვირას სენატორი შაჰინი საქართველოში ჩამოვა

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა.

მათი თქმით, დელეგაციის მიზანია, „გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.