მომავალ სხდომაზე იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების ჩართვაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას | გამყრელიძე

პუბლიკა

საქართველოში ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ შემოსვლასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძეს იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ჩართვაზე დაუსვეს შეკითხვა.

მისი თქმით, ვაქცინაციის საბჭოს წინა სხდომაზე ამ ჯგუფის ჩართვის საკითხი არ განუხილავთ, თუმცა მომავალ სხდომაზე ვაქცინაციის საბჭო იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების ჩართვაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების იმუნიზაციის პროცესში ჩართვაზე წინა საბჭოზე იყო საუბარი. ახლა როცა ვაქცინების მარაგი გაიზარდა, ვაქცინაციის შემდეგ საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებია ხელმისაწვდომი. იმუნაზაციის პროცესში ჩართულები არიან 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, სამედიცინო პერსონალი და სხვადასხვა რისკჯგუფის ადამიანები.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.

http://stratcom.gov.ge/s/fe7d8

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/