ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ძვირფასო პრეზიდენტო, დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ვხვდებით მნიშვნელოვან მომენტში – მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავლისთვის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეხვედრას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა:
„პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება. ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ“, – დაწერა მან.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.
„სალომე ზურაბიშვილის საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შევხვდი. როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს სჭირდება, გააღრმაოს რეფორმები ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქართველოში ქართველ ხალხს შეუძლია“, – წერს შარლ მიშელი X-ზე.