„მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“ – ეუთოს გენერალური მდივანი

პუბლიკა

„გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს“, – ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას twitter-ზე გამოეხმაურა.

„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს“, – წერს ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი.

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. მას ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება ჰქონდა წაყენებული. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.