მომავლ კვირაში საქართველოში უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა

პუბლიკა

მომავალ კვირაში საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ ორბანმა თავად განაცხადა.

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე მან თქვა, რომ თბილისში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობების შეხვედრა შედგება.

„მომავალ კვირას თქვენს ქვეყანაში ვიქნები. საერთო სხდომა გვაქვს თბილისში, უნგრეთის ყველა მინისტრი იქნება ჩემთან ერთად“. – თქვა მან „რუსთავი 2“-ის თარგმანის მიხედვით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ორბანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.

„მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ გახდებით წევრები, როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში“. – თქვა ვიქტორ ორბანმა.