მომდევნო დღეებში მეტის თქმის საშუალება გვექნება - მამუკა მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მატ მოუწევთ ევროპელ კოლეგებთან საუბარი, იმის თაობაზე, რომ მათ დეტალების გასაჯაროების საშუალება მიეცეთ.

“ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ და ვფიქრობ, მოგვიწევს საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ გადაიხედოს ეს დღის წესრიგი რომ მოგვეცეს საშუალება ვისაუბროთ. პატიოსნად ვიცავთ პირობას და ვერ ვლაპარაკობთ დეტალებზე. შეუძლებელია ასე გაგრძელება, რადგან ერთი მხარე არღვევს პირობას და ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს, საზოგადოებას არასწორი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციები მიეწოდება და ბევრი რამ სიცრუეს შეიცავს, ამიტომ ჯობს საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში მოგვეცემა უფრო მეტის თქმის საშუალება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წინადადებები დაკავშირებული იყო როგორც რეფორმებთან, ამ რეფორმების დეტალურ განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე, მათ მიერ დაყენებულ ულტიმატუმებთან დაკავშირებითაც კი, გამოსავლის გზებიც მივაწოდეთ და ვასწავლეთ რა უნდა გაეკეთებინათ. გამოგონილ და ხელოვნურ კრიზისში, სადაც მარტივად არ არსებობს გამოსავალი, ამას უნდა მათი ნება. როდესაც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული ხელოვნური კრიზისის გადაწყვეტა, მათი პასუხისმგებლობა ერთიორად იზრდება” – ამბობს მდინარაძე.