ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელიც 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ავიაკომპანია Wizz Air ცვლის ფრენების განრიგს და ქუთაისის ნაცვლად, ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს.
Wizz Air-მა აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდა იმ მომხმარებლებს, რომლებსაც განრიგის ცვლილება შეეხოთ და ავტომატურად გადაჯავშნა ფრენები ქუთაისიდან თბილისში.
დამატებით, Wizz Air-მა, მგზავრებს აცნობა, რომ თუ რაიმე მიზეზით ვერ ახერხებენ შემოთავაზებული ახალი რეისით ფრენას, შეუძლიათ შეცვალონ ჯავშანი ალტერნატიული ფრენით, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ან დაიბრუნონ გადახდილი თანხის 100% საბანკო ანგარიშზე ან მიიღონ 120% WIZZ კრედიტის სახით.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ მარშრუტზე შემცირდა ფრენების სიხშირე, გადამისამართების შედეგად არცერთი მარშრუტი არ გაუქმებულა/დამატებულა.