მომღერალ ბაბი კირკიტაძის საქმეზე დავიწყეთ გამოძიება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

ეს მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება. კანონის მიხედვით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ისინი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებენ.