მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ადასტურებს.

მამუკა ონაშვილი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.