მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების, სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ - იმნაძე

პუბლიკა

„წელს [დღეს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა] სამწუხარო ანტირეკორდია. ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

„არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა, პრაქტიკულად, არ სჭირდება, იმიტომ, რომ თვითონ იცავს წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი კი არა 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა ცხოვრების, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან. ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს ნორმა არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მეტი შეზღუდვების მომხრე, თუმცა დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი – აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის ის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და მეორე მთავარი ის არის, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს, გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, – განაცხადა იმნაძემ.