მომმართა უამრავმა მოქალაქემ, რომ სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ – დოლიძე

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოხალისე იურისტებთან ერთად ქმნის სამართლებრივ სივრცეს ხალხისთვის.

„სამართლებრივი სივრცე ხალხისთვის“ – ანა დოლიძის განმარტებით, სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო შრომით უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

„მომმართა უამრავმა ადამიანმა და უამრავმა მოქალაქემ იმ ინფორმაციით, რომ ხდება მასობრივი გათვისუფლება. ადამიანებს სამუშაოდან უშვებენ სახლში ან პირიქით აიძულებენ, იმუშაონ საფრთხის მომცველ პიროებებში, არადისტანციურად. გამოვხატავთ რა ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, მე მოხალისე იურისტებთან ერთად ვქმნი სამართლებრივ სივრცეს ხალხისთვის“, – განაცხადა დოლიძემ ბრიფინგზე.