„მონა, მონა" - აქციის მონაწილეები დღეს არჩეული სახალხო დამცველის მიმართ სკანდირებენ

პუბლიკა

მონა, მონა – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს არჩეულ  სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს აქციის მონაწილეები.

ლევან იოსელიანი პარლამენტის დატოვებას ცდილობდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ყოფილი თანაპარტიელი ალეკო ელისაშვილიც.  ლევან იოსელიანმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ვიღაცებს ის არ მოსწონდეს, თუმცა მისი თქმით,  ის ყველას სახალხო დამცველია.