Politico-ს ცნობით, მონღოლეთის მთავრობის პრესსპიკერი ამბობს, რომ ქვეყნის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება ართულებს სისხლის სამართლის სასასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით.
„მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს. მეზობელი კი მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი. ეს მარაგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად.
მონღოლეთი ყოველთვის ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ყველა მის დიპლომატიურ ურთიერთობაში, რაც ნაჩვენებია ჩვენს განცხადებებში“, – განაცხადა სპიკერმა.