სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი მონტენეგროში ამფილოქე რადოვიჩი ადგილობრივმა პოლიციამ ზლატიკის მონასტერში მორწმუნეთა თანხლებით წირვის ჩატარების გამო დააკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 აპრილს მიტროპოლიტი კორონავირუსის პანდემიის დროს საეკლესიო ცერემონიების ჩატარების გამო დააკავეს, რასაც მონტენეგროში არსებული სახელისუფლებო შეზღუდვები კრძალავს. მიტროპოლიტთან ერთად პოლიციამ ათობით მორწმუნე და მღვდელი დააკავა.
30 მარტს მონტენეგროში, ბუდვაში, რეზევიჩის მონასტერში 11 მლოცველთან ერთად ჩატარებული წირვის გამო სერბი მღვდელი, მამა გორან ბაკანიც დააპატიმრეს. ბაკანმა პატიმრობაში 72 საათი გაატარა.
„მან დაარღვია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც საეკლესიო რიტუალების ჩატარება მხოლოდ მორწმუნეთა დასწრების გარეშე არის დაშვებული”, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
წყარო: Orthodox Times