აქციის მონაწილე მოქალაქე, მანქანით გზის გადაკეტვისთვის 1 000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

მოქალაქე, რომელიც მანქანით საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, 1 000 ლარით დააჯარიმეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.

„1000 ლარი რის გამო?! ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ აქტივისტებს აღარ გავყვებით, რომ დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში? ამით ვერ შეგვაშინებენ ვერასდროს, გაიკეთონ, ბოდიში და, *რაკში”, – ამბობს მოქალაქე, რომელიც პატრულმა 1000 ლარით დააჯარიმა.

სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია ას.კ.-ის 125-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს: „ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით”.

დღევანდელი აქცია დელისის მეტროსთან დასრულდა – მოქალაქეები პარლამენტთან ხვალ კვლავ შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დაარბიეს, მათ გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს, რის შემდეგაც მსვლელობით გადავიდნენ მერიასთან და აქცია დელისის მეტროსთან დაასრულეს.