მოქალაქე ამბობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ

პუბლიკა

მოქალაქე გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„აქციიდან გამოსვლის შემდეგ სამი ადამიანი ამეკიდა და ფიზიკურად გამისწორდა. ერთ-ერთი იყო ერეკლე აბზიანიძე, რომელიც გამოირჩევა „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიებით. შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ფეისბუქზე რომ აქტიურობ, ეს გამაღიზიანებელია, ჩვენ არ მოგვწონსო. ამის გამო მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება”, — უთხრა გიორგი ბალხამიშვილმა ჟურნალისტებს.

მას დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, რის შემდეგაც  გვიან ღამემდე პოლიციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. შსს-დან მეტი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.