მოქალაქე ონისე ოქრიაშვილს „ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა

პუბლიკა

მოქალაქეს, კომიკოს ონისე ოქრიაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა.

ვიდეოში, რომელიც თავად გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ონისე ოქრიაშვილი კაჭარავას უახლოვდება და ეუბნება: „ბატონო დავით, თქვენთვის იმის თქმა მინდა, რომ…“ 

ოქრიაშვილმა წინადადადების დასრულება ვერ შეძლო.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კაჭარავამ ტელეფონი წაართვა, მას 20-მდე ადამიანი შემოეხვია.

„ვიდეო წყდება. მერე გამოდის ოცი ტიპი და მომსდევს ძველბიჭური ფრაზებით. გამვლელებს ვთხოვ, რო პატრულში დარეკეთ მეთქი და არავინ ყური არ შეიბერტყა. რა ვიცი, აბა.

წადით არჩევნებზე 26-ში“. – დაწერა ონისე ოქრიაშვილმა.