მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
როგორც „პუბლიკას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ კომპანიაში.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.