მოქალაქეები ხვალ თბილისის აეროპორტში რუსებთან ბრძოლაში დაცემულ ქართველ მეომრებს დახვდებიან

პუბლიკა

ხვალ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში რუსებთან ბრძოლაში დაცემულ ქართველ მეომრებს ჩამოასვენებენ.

დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და ბახვა ჩიქობავა უკრაინაში რუსეთის ოკუპაციის წინაარმდეგ იბრძოდნენ.

ხვალ, დილის 5 საათზე თბილისში რატიანის და ბერუაშვილის ცხედრებს ჩამოსვენებენ.

მოქალაქეები გეგმავენ პატივი მიაგონ ქართველი მებრძოლებს. განცხადებები გაავრცელეს და დახვედრას გეგმავენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.