მოქალაქეები „საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ

პუბლიკა

საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები  „საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას” აფუძნებენ, მათვე განცხადხებით ასამბლეა იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმა.

„სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი – ყოველდღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.

არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს”. – ვკითხულობთ მემორანდუმში.

ხელმომწერების თქმით, მათი პლატფორმა დაეყრდნობა 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას – გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დაფუძნების მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინიციატორების თქმით ღიაა ყველა დაინტერესებული პირისა და ინტერეს-ჯგუფისთვის.

„იდეა ახალი არ არის და ეფუძნება 1917 წლის გამოცდილებას – ამბობს პუბლიკასთან ანალიტიკოსი დავით კიზირია –  რა დროსაც სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მოიწვიეს ეროვნული ყრილობა, რომელიც აერთიანებდა კომერსანტებს, სამხედროებს, მასწავლებლებს, პოლიოტიკურ ჯგუფებს და ა.შ… ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ეროვნული ყრილობა, სადაც ინტერესთა ჯგუფები აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს ასამბლეაში. თავად ასამბლეის მიზანი არის კრიზის გადალახვა, ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკურ კურსზე”.

ასამბლეის პირველი ამოცანებია ის ორი მოთხოვნა რაც მიმდინარე პროტესტს აქვს – უკანონოდ დპატიმრებულების გამოშვება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

კიზირიას თქმით ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა, “ესაა განსხვავებული ჯგუფებისთვის თანამშრომლობის პლათფორმა, მას რეჟიმზე  გავლენა ექნება იმდენად, რამდენადაც პოლიტიკოსებც ეცოდინებატ, რომ ასამბლეაში არიან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთაც შეუძლიათ, მაგალითად, ათობით ათასი ადამიანის გამოყვანა.”

როგორც კიზირია ამბობს, ასამბლეა იანვარში დაფუძნება.

მემორანდუმს ვცრლად, ასევე ხელმომწერებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.