მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ

პუბლიკა

„პროტესტი საწვავის ფასებს!“,- თბილისში მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამნტთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი საავატომობილი მოძრაობისთვის გადაიკეტა.

აქციის მონაწილეები ავტომობილის მძღოლებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილები გზაზე გააჩერონ და აქციას შეუერთდნენ.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის გაზრდილი ფასი დღეს მოქალაქეებმა ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში აქციებით გააპროტესტეს.