მოქალაქეების ნაწილი PSP-ს ბოიკოტს უცხადებს

პუბლიკა

მოქალაქეების ნაწილი Facebook-ზე სააფთიაქო ქსელ PSP-ს ბოიკოტს უცხადებს. PSP-ს დამფუძნებელმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დღეს მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

დეკლარაციის მიხედვით, კახაბერ ოქრიაშვილი „PSP დაზღვევის“ აქციონერია, ასევე „PSP ფარმას“ 95%-იანი წილის მფლობელი.