მოქალაქეებმა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები შენიშნეს

პუბლიკა

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები მივიდნენ. ისინი მოქალაქეებმა შენიშნეს, ფაქტის ამსახველი კადრები კი დავით ქაცარავამ და ლუდა სალიამ გადაიღეს.

ხურვალეთში ეს კონკრეტული საგუშაგო რუსმა ოკუპანტებმა 2022 წელს მოაწყვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად მიმართავენ უკანონო სამხედრო გადაადგილებას ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში“.

ამ საკითხს უწყება IPRM-ის შეხვედრის ფორმატში დააყენებს. სუს-ის განმარტებით, IPRM-ის ფარგლებში ყველა მსგავსი შემთხვევა განიხილება.