მოქალაქეებმა შანეი ბრუკისთვის პატივის მისაგებად მთაწმინდაზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს

პუბლიკა

მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ, სადაც ავსტრალიის მოქალაქის, შანეი ბრუკის ცხედარი იპოვეს,  მოქალაქეები შეიკრიბნენ და მოკლულ ქალს პატივი მიაგეს.

როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ტეროტორიამდე ვილნიუსის სკვერიდან დაწყებული მსვლელობით მივიდნენ და ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

შანეი ბრუკის მეგობრების თქმით, ის ბოლოჯერ სწორედ ამ ტერიტორიიდან გავიდა მეგობართან სატელეფონო კავშირზე. ქალის მეგობარი ჰყვება, რომ ტელეფონში ბრუკი შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ მას თავს დაესხნენ. პოლიციამ გარდაცვლილის ცხედარი გუშინ, 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა შემთხვვეის ადგილზე, შანეი ბრუკის საცხოვრებელსა და მიმდებარედ, სამმართველოში კი ქალთან კონტაქტში მყოფი პირები იკითხებოდნენ.