თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია აპირებს, რომ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ველოსიპედის გადაადგილების საშუალება მისცეს.
დღეს მთავრობის სხდომაზე კალაძემ მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს დავალება მისცა, რომ უწყებამ მოიკვლიოს შესაბამისი სამაგრები და ეტაპობრივად დაიწყონ მისი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაყენება.
„ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება ქალაქში, ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია, შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები. ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც წინ ან უკან აქვს დაყენბებული შესაბამისი სამაგრები. ადამიანი, ვინც არის ველოდიპედით, დაამაგრებს მას და აბრძანდება ავტობუსში, შეძლებს გადაადგილებას A პუნქტიდან B პუნქტში.
შესაბამისად, მინნდა, რომ მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკითხეთ ეს სამაგრები და ეტაპობრივად დავიწყოთ ავტობუსებზე დაყენება, რომ ადამიანებს საზოგადოებროვი ტრასპორტით ველოსიპედების გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ”, – განაცხადა კალაძე.