მოქალაქეთა 87% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობა - Edison Research

პუბლიკა

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 87% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობა.

კითხვაზე, „ემხრობით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით?“ გამოკითხულთა 60% პასუხობს – „აბსოლუტურად ვემხრობი“, 27% – მეტ-ნაკლებად ემხრობა, 6% მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგება, 7% კი პასუხობს – „აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩნენ. კლვევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო შესაძლო ცდომილება ±2.2%-ია