მოქალაქის თქმით, მოძალადეებს მისი ბინა „სირცხვილიას“ ოფისი ეგონათ და შეიჭრნენ

პუბლიკა

მოქალაქე ხათუნა მშვიდობაძე აცხადებს, რომ „სირცხვილიას“ ოფისის დასარბევად მისული ძალადობრივი ჯგუფი შეცდომით მის სახლში შეიჭრა. მშვიდობაძე ვიდეო და ფოტომასალასაც აქვყენებს.

„აი ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტიქტურად კარები გავაღე რა ხდებათქო? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარებს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაირბინეს ბინა ჩემი ყვირილის შემდეგ რომ მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ გავარდნენ. ჩემი შვილი ბავშვი პიჟამოში ახალგამოღვიძებული კანკალებდა დედა მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარები, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით. მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის სირცხვილიას ოფისი თურმე და როგორც მერე მივხვდი მათ საცემრად მიუვარდნენ. ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე. გამაგებინეთ ეს ქვეყანაა? გამაგებინეთ საქართველოს მთავრობა როგორ დაუშვით ეს? სპეცრაზმი ხომ გამოგყავთ მაშინ როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად …როცა ამის საჭიროებაა მართლა მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება? როგორ?!“, – აცხადებს ხათუნა მშვიდობაძე.


დღეს, 5 ივლისს, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა რუსთაველზე დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები და პრაიდის ღონისძიება ჩაშალეს.

შეკრების შემდეგ აგრესიული პირები ათობით ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოკორესპონდენტს დაესხნენ თავს. რუსთაველზე გამართული აქციის პარალელურად ძალადობრივმა ჯგუფებმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიასa“ და Unicef-ის ოფისებში შეჭრაც სცადეს. აგრესიული პირები შეიჭრნენ Tbilisi Pride-ის ოფისში და დაარბიეს.